Skip to content

Your Study Guide in the USA and Europe

Know-How about scholarships and study abroad

ყველაზე დიდი ბარიერი, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველს შეიძლება შეექმნას, არის ინფორმაციის ნაკლებობა არსებული პროგრამების, სააგენტოების, სასწავლო ცენტრების შესახებ. საქართველოში ბევრი დაწესებულებაა, რომელიც კონსულტაციებსა და სხვა მომსახურებას უზრუნველყოფს საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისათვის.

აქვე მოცემულია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ. 

Center of International Education

საერთაშორისო განათლების ცენტრი – ღია საზოგადოება საქართველოსთან არსებული, თავდაპირველად მის შემადგენლობაში შედიოდა, რამდენიმე თვის წინ კი დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

იგი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებას:

  • უფასო კონსულტაციები ევროპასა და ამერიკაში სწავლასთან დაკავშირებით. ცენტრის კოსულტანტები დაგეხმარებიან უნივერსიტეტის, სასწავლო გრანტების მოძებნაში, საბუთების მომზადებაში, სამოტივაციო წერილის დაწერაში, წასვლამდე დარჩენილი პროცედურების ორგანიზებაში.
  • საინფორმაციო სესიებს, გამგზავრებისწინა ტრენინგებს, სემინარებს სხვადასხვა თემებზე, საგანმანათლებლო გამფენებს და ა.შ. ტარდება შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც გესაუბრებიან ჩარიცხვის პროცედურების, ვადების, წესების, სასწავლო პროგრამების, დაფინანსების შესახებ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ინფორმაციის ისაღებად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად.
  • ტოეფელის კურსებს. თბილისში რაც ვნახე, ყველაზე მისაღები ფასი აქაა. სასწავლო მასალებსაც გაძლევენ და კარგი პედაგოგებიც ჰყავთ.
  • გარდა ამისა, აქვე არის ტოეფელის საგამოცდო ცენტრი, საკმაოდ კარგი პირობებით, ვიტყოდი, რომ თბილისში საუკეთესოა: წყნარი გარემო, კარგი კომპიუტერები.
  • ბიბლიოთეკა, სადაც შეგიძლიათ ტესტებისათვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოებით სარგებლობა ადგილზე (TOEFL, IELTS, GRE, GMAT, SAT, LSAT, TOEI და ა.შ.)
  • სასწავლო პროგრამებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. მათ შორის: ვორვიკის, ედინბურგის, ესექსის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (უნგრეთში), კოლუმბიისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტები, მაასტრიხის უნივერსიტეტი და ა.შ.

ცენტრს აქვს წარმომადენლობები რეგიონებშიც: თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში. შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ ტელეფონით, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით

————————————–

საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო – IREX

გთავაზობთ სხვადასხვა სასწავლო და გაცვლით პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში:

ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD) – ერთწლინი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში (ბაკალავრის დონეზე) – I, II და III კურსის სტუდენტებისათვის.

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (Muskie) – 1-დან 2 წლამდე სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში, ხარისხის მინიჭებით ან მის გარეშე.

ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA) – მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.

მცირე გრანტების პროგრამა – ბიუროს პროგრამების კურსდამთავრებულებისათვის პროფესიულ სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად

პროგრამების ვადები, პირობები და კანდიდატებისათვის წაყენებული მოთხოვნები ქვეყნდება ხოლმე კონკურსის გამოცხადებისას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, კონსულტაციებისთვის დაუკავშირდით IREX-ის ოფისს.

—————————————

ბრიტანეთის საბჭო

გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს გაერთიანებულ სამეფოში, ასევე ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს თბილისში, კემბრიჯის, IELTS-ის, პროფესიული თუ დისტანციური გამოცდების ჩაბარებას და ა.შ.

სასტიპენდიო პროგრამების ჩამონათვალი მოიცავს:

HSBC/British Council-ის 12 თვიანი პროგრამა განათლებასა და გარემოს დაცვაში

კანდიდატი უნდა:

  • იყოს საქართველოს მოქალაქე და განცხადების წარდგენის დროს ცხოვრობდეს საქართველოში.
  • ფლობდეს უმაღლესი განათლების დიპლომს
  • იყოს 25-35 წლამდე
  • გააჩნდეს სულ მცირე სამი წლის სამუშაო გამოცდილება საქმიანობის შერჩეულ სფეროში
  • შესანიშნავად ფლობდეს ინგლისურ ენას

კონკურსი მიმდინარეობს სამ ეტაპად:

  1. განაცხადების მიღება
  2. ტესტი ინგლისურში. გამსვლელი ქულა არის IELTS 6.5
  3. გასაუბრება. მხოლოდ ამ ეტაპზეა ვალდებული მიაწოდოს ბრიტანეთის საბჭოს რეკომენდაციები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ნიშნების ფურცელი და დიპლომის ასლები.
ეს არის დიდ ბრიტანეთში ხუთკვირიანი სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია წარმატებული პრაქტიკის გაზიარება დემოკრატიულ მმართველობაში.
მოთხოვნები:
  • კანდიდატის ასაკი: 25-40 წელი
  • საქართველოს მოქალაქე
  • უნდა მუშაობდეს პოლიტიკური ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოში ან იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და  ჰქონდეს გამოცდილება მართვის სფეროში.
  • ლიდერობოს პოტენციალი
  • აუცილებლად კარგად უნდა ფლობდეს (ზეპირ და წერით) ინგლისურ ენას.
ჯონ სმითის სტიპენდიის პროგრამა მოიცავს სწავლების შემდეგ სფეროებს:
  • დემოკრატიული მთავრობა;
  • მოქალაქეობა, კანონი და უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი;
  • საჯარო პასუხისმგებლობა მთავრობაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • საერთაშორისო დაწესებულებები და საერთაშორისო ურთიერთობა.
5 კვირის განმავლობაში გამარჯვებული ფინალისტები ბრიტანეთში გაივლიან ორკვირიან სემინარებს, ინდივიდუალურ პრაქტიკას შესაბამის დაწესებულებებში, შეხდებიან  თავიანთი დარგის თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს, დაესწრებიან კულტურულ ღონისძიებებს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა აპლიკაციების შევსება, ინგლისურის ტესტის ჩაბარება და გასაუბრების გავლა.

HANSARD SOCIETY SCHOLARSHIP

სტიპენდიატი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში გაივლის ბრიტანეთის პოლიტიკისა და საჯარო პოლიტიკის კურსებს. ასევე, ინტენსიურ სტაჟირებას ბრიტანეთის მსხვილ პოლიტიკურ ორგანიზაციაში.

საბუთების შეტანის ვადები: 1 ივნისი, 1 თებერვალი და 1 აპრილი

CHEVENING SCHOLARSHIP

12 თვიანი სტიპენდია, რომელიც ფარავს ყველა დანახარჯს (საცხოვრებლისა და საერთშორისო ფრენისათვლით) განკუთვნილიშემდეგი სფეროებისათვის:

  • კონფლიქტების მოგვარება
  • კანონის უზენაესობა; ადამიანთა უფლებების დაცვა და მართვა
  • მედიის განვითარება,სასამართლო სისტემის და დემოკრატიული რეფორმა

მითხოვნები:

  • შერჩეულ სფეროში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება მაინც
  • უმაღლესი განათლება
  • საქართველოს მოქალაქე
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ონლაინაც, პროგრამის ვებსაიტზე.

სხვა პროგრამების მსგავსად, აქაც შემდეგ ეტაპზე აუცილებელია ინგლისურის ტესტის ჩაბარება და გასაუბრების გავლა.

დაწვრილებითი ინფრომაციისთვის, შეკითხვებისთვის მიმართეთ ბრიტანეთის საბჭოს.

————————————————–

American Councils Logoამერიკული საბჭოები

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX): ყოვეწლიურად საქართველოს საშუალო სკოლების მე-9-10-11-12 კლასების 50-მდე მოსწავლე მიდის გაცვლითი პროგრამით ამერიკაში. ისინი სწავლობენ ამერიკის სკოლებში და ცხოვრობენ ამერიკელ ოჯახებში. სტიპენდია ფარავს როგორც სწავლებისა და ცხოვრების ხარჯებს, ასევე ფრენის ღირებულებას.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • სააპლიკაციო მასალები
  • სარეკომენდაციო წერილები
  • ინგლისური ენის ცოდნ დონე
  • აპლიკანტის მზაობა ერთწლიანი გაცვლითი პროგრამისათვის

მეორე ეტაპზე კანდიდატები ჩააბარებენ ინგლისური ენის ტესტს, მესამე რაუნდში გასულები კი გაივლიან გასაუბრებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ამერიკულ საბჭოებ

წარმატებას გისურვებთ 🙂

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,