Skip to content

Your Study Guide in the USA and Europe

Know-How about scholarships and study abroad

ტოეფელის გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად აკრედიტებულ ცენტრებში, მისი პერსონალის უშუალო ზედამხედველობით. დასახელება “Internet Based Test (IBT)” ნუ გაფიქრებინებთ, რომ ტოეფელის ჩაბარება შეგიძლიათ საკუთარი პერსონალური კომიუტერიდან, ან თუნდაც ინტერნეტ-კაფედან. ტოეფელის ადმნისტრაცია გამორიცხავს ნებისმიერ ასეთ მცდელობას. ისინი მხოლოდ მათ მიერ აკრედიტებულ საგამოცდო ცენტრებში იძლევიან გამოცდის ჩაბარების საშუალებას. აქ (შეძლებისდაგვარად) შექმნილია კარგი გარემო ტესტზე კონცენტრირებისათვის. ცენტრები აკმაყოფილებენ გარკვეულ ტექნიკურ და პროფესიულ სტანდარტებს, გააჩნიათ კომიუტერებითა და ყურთსასმენებით აღჭურვილი ოთახები გამოცდის დროს პერსონალი თვალყურს დევნებს სტუდენტებს, რომ სიწყნარე დაიცვან და კეთილსინდისიერად აკეთონ ტესტები.

საქართველოში 2 ქალაქში შეიძლება ტოეფელის გამოცდაზე გასვლა: თბილისსა და ბათუმში. ტოეფელის ადმინინსტრაცია არ ანაზღაურებს სტუდენტის ტრანპორტირების ხარჯებს. რეგისტრაციის გადასახადი ითვალისწინებს მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემდეგ ტესტის შეფასებასა და სურვილის შემთხვევაში შედეგების ფოსტით გაგზავნას პირად მისამართზე და 4 ნებისმიერ უნივერსიტეტში.

თბილისში აკრედიტებული ტოეფელის საგამოცდო ცენტრებია:

  1. ამერიკული საბჭოები: ჭავჭავაძის გამზირი 27/29, ბ 19
  2. ბრიტანეთის საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი: ქუჩიშვილის ქ. #4.
  3. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი
  4. საგანმამათლებლო-საკონსულტაციო ცენტრი “კვალი”: ჭავჭავაძის 3, უნივერსიტეტის II კორპუსი.
  5. საერთაშორისო განათლების ცენტრი: ჭოველიძის 10ა

ბათუმში ტოეფელის გამოცდა ბარდება საერთაშორისო განათლების წარმომადგენლობაში: გორგილაძის ქ. #91ა.

Tags: , , ,